2025 წლის 17 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შედგება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ნინო მიქელაძის სადისერტაციო ნაშრომის: ,,ფისკალური კონსოლიდაციის მოსალოდნელი მაკროეკონომიკური ეფექტების რეგულირება საქართველოში“, საჯარო დაცვა (მაღლივი კორპუსი, აუდიტორია #206).
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირეული პროფესორი გივი ბედიანაშვილი
სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისია: აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პროფესორი იური ანანიაშვილი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი (თავმჯდომარე), პროფესორი ეთერ ხარაიშვილი, პროფესორი მირიან ტუხაშვილი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი (აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი), ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი (მოადგილე), ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია, ასოცირებული პროფესორი მალხაზ ჩიქობავა, ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე, ასოცირებული პროფესორი თეა ლაზარაშვილი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი), ასოცირებული პროფესორი მზია შელაია, ასოცირებული პროფესორი მამუკა ხუსკივაძე, ასოცირებული პროფესორი მურმან ცარციძე, ასისტენტ-პროფესორი მარინა ტაბატაძე (მდივანი).